mukilurji640X90

ელზა პანკრატოვა: უჭირს ძალადობის მსხვერპლს აღიაროს, რომ მსხვერპლია

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ძალიან უჭირს ძალადობის მსხვერპლ ადამიანს აღიაროს, რომ მსხვერპლია და მოძალადეც არასდროს ამბობს, რომ მოძალადეა. უმრავლეს შემთხვევაში ისინი ვერ აცნობიერებენ ამას. მოძალადე თავის ქმედებას გამართლებულად თვლის, მსხვერპლს კი იმისი აღიარება უჭირს, რომ მოძალადის  ბადეში აღმოჩნდა და აქედან გამოსვლაც ძალიან უჭირს. თუმცა, თუკი გაიაზრა პრობლემა, შემდეგ უკვე ადვილია მისი დაძლევა", - განაცხადა ფსიქოლოგმა ელზა პანკრატოვამ გადაცემაში ,,სოციუმი“.

,,პირველი ფაზა, ძალადობისთვის მზადებაა, როცა გროვდება ბრაზი, აგრესია, წყენა, ყველა უარყოფითი ემოცია. მეორე ფაზა - აქტიური მოქმედების ფაზაა, როდესაც ხდება ძალადობა ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, სქესობრივად და ა.შ.  მესამე ფაზა ე.წ.თაფლობის თვეა, როდესაც მოძალადე ცდილობს შემოირიგოს მსხვერპლი ყოველგვარი მეთოდით. მსხვერპლიც ექცევა მის ბადეში და დარწმუნებულია რომ ძალადობის ფაქტები აღარ განმეორდება, თუმცა ეს ციკლი ისევ თავიდან იწყება და ტრიალებს და თუ არ ეყო ძალა მსხვერპლს, რომ დააღწიოს თავი ამ წრეს, ფაქტობრივად გრძელდება დაუსრულებლად“, - აღნიშნა ელზამ.

შეგახსენებთ, რომ "სოციუმი" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე.

Read 423 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი