Back to Top
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 10:04

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს

Rate this item
(0 votes)

დღეიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ზეიმთან დაკავშირებით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო, 24 აგვისტოს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე დროებით შეჩერდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული პუნქტები მუშაობას 27 აგვისტოს 06:00 საათიდან გაანახლებენ.

Read 1280 times Last modified on პარასკევი, 24 აგვისტო 2018 10:48