Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 24 აგვისტო 2018 12:09

შრომის უსაფრთხოების შესახებ საინფრმაციო შეხვედრა გაიმართება

Rate this item
(0 votes)

გორის კულტურის ცენტრში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას დამსაქმებლები, მუნიციპალიტეტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. დასაქმებულების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 მარტს მიიღო. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები 2018 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის უსაფრთხოების დამრღვევთა მიმართ სხვადასხვა სანქციების გატარებასაც გულისხმობს (გაფრთხილება, ჯარიმა სამუშაო პროცესის შეჩერება).

კანონის ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. 

Read 1620 times Last modified on პარასკევი, 24 აგვისტო 2018 12:46