mukilurji640X90

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმზე შიდა ქართლი ორმა დეპუტატმა წარმოადგინა

აგვისტო 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროექტის "ქალები მართავენ ქვეყანას" ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც გორიდან კონკურსში გამარჯვებული ორი დეპუტატი, თამარ მურალოვა და ირმა ამბარდნიშვილი ესწრებიან.

კონფერენცია ყვარელში მიმდინარეობს, რომელსაც სულ, კონკურსში გამარჯვებული 18 ქალი დეპუტატი ესწრება. 
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, ადგილობრივ თვითმმართველობაში, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერადაა შექმნილი. პროექტის ავტორია მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (mspa).

“ძალიან საინტერესო შეხვედრებია. შევეცდები ჩემი მუნიციპალიტეტის დადებითი, საუკეთესო მხარეები, მიღწევები წარმოვაჩინო, ასევე ვილაპარაკე პრობლემებზე და მათი გადაჭრის მოხერხებულ, ეფექტურ გზებზე. აქ მიღებულ გამოცდილებას, უნარებს, უფრო მეტად ეფექტური მმართველობისთვის, მუნიციპალიტეტის საქმიანობის უკეთესად წარმართვისათვის გამოვიყენებ, ჩემს მეგობრებთან ერთად“, - ამბობს თამარ მურალოვა.

“სხვათა შორის, ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ბევრ სიახლეზე ვისაუბრეთ. ეს შეხვედრა არამარტო მუნიციპალურ განვითარებას ეხება, არამედ ზოგადად, ფორმატი ჩამოყალიბდება. წინადადებები მოვისმინეთ და მე ვთქვი, რომ რადგან ჩვენ რეგიონიდან მარტო ორნი ვართ, კასპს, ქარელს და ხაშურს არ ყავს გამარჯვებული, ფაქტობრივად ამ ოთხ მუნიციპალიტეტში სამუშაოები უნდა გავინაწილოთ. ძალიან საინტერესო წინადადებები იყო, რომლებიც ყველას მოეწონა, ანუ მინდა ვთქვა, რომ ამ ქალთა ფორუმზე არ იყო პოლიტიკური ვნებათაღელვა, როგორც კაცებს სჩვევიათ ხოლმე, დაპირისპირებები. ძალიან კონსტრუქციული საუბარი იყო და მინდა ვთქვა, რომ ქალები მართლა ნახულობენ საერთო ენას პარტიული კუთვნილების მიღმა“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი დაარსდა 2013 წელს საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციასთან (MSPA) თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

Read 381 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი