დე ფაქტო საგარეო უწყება: რუსეთის მხრიდან აღიარებამ სამხრეთ ოსეთის განვითარებაში ახალი ეტაპი გახსნა

აგვისტო 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთის მხრიდან აღიარებამ ახალი ეტაპი გახსნა სამხრეთ ოსეთის განვითარებაში და საფუძველი ჩაუყარა რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პროცესს, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

"ათი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ისტორიულ განკარგულებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი გახდა. ეს თარიღი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ოსი ხალხის ისტორიაში“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობა განპირობებული იყო მოვლენათა განვითარებით, დაწყებული 1989 წლიდან“.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ რთული გზა გაიარა დამოუკიდებლობის და საერთაშორისო აღიარების გზაზე. საქართველოს ქმედებებმა, რომელმაც მორიგი სისხლიანი აგრესია ჩაიდინა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს, რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა შეიარაღებული ჩარევისა, რომლის მიზანი იყო თავისი მოქალაქეების დაცვა და სამხრეთ ოსეთის ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენა“, - განაცხადეს დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

Read 968 times Last modified on Last modified on აგვისტო 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი