პუტინი: სამხრეთ ოსეთი ვითარდება

აგვისტო 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რუსეთი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.


რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ამ კვირას 10 წელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“.

"ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, რესპუბლიკა ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება და მას ეკონომიკურად დავეხმაროთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს "რესპუბლიკის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის“.

Read 1055 times Last modified on Last modified on აგვისტო 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი