ბიბილოვი: მერკელს ვთავაზობ სამხრეთ ოსეთში კარიდან შემოვიდეს და არა ბაღებიდან

აგვისტო 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი "რესპუბლიკაში“ დაპატიჟა. 

"რაც შეეხება მერკელის რუსეთის საზღვრებთან ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ეს ორიგინალური არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია. გამოდის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნით. ჩვენ სტუმრებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ისინი კარიდან შემოდიან. ვპატიჟებ ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში კარიდან და არა ბაღებიდან შემოვიდეს", - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, კანცლერმა ბინოკლით დაინახა სამხრეთ ოსეთის განვითარება და ის, თუ რა კარგი შენობები აქვს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს და რა შესანიშნავ პირობებში ასრულებენ ისინი საკუთარ მოვალეობებს.

გუშინ ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მან ბინოკლის მეშვეობით საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.

Read 688 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი