ლალი ბაიაძე: დაკავებული საბავშვო ბაღის შენობაში არ ცხოვრობს

იანვარი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორის პირველი საბავშვო ბაღის გაქურდვის ბრალდებით ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და 2 ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაგა-ბაღის დირექტორის ლალი ბაიაძეს განცხადებით, დაკავებულ პირს კარგად იცნობს.

"ის არ არის აღნიშნულ შენობაში მაცხოვრებელი. ის არის შენობის მეზობელი და მე ძალიან ვწუხვარ, იმ პიროვნებაზე, რომელმაც გაბედა. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩემს თვალწინ, აი, ამ შენობაში მუშაობის მანძილზე, გაზრდილი ახალგაზრდაა. კარგი მამის შვილია", - გვითხრა ლალი ბაიაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იმ შენობაში, სადაც საბავშო ბაღია განთავსებული, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები ცხოვრობენ. 

 

Read 2069 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი