რუსი მინისტრი: სამხრეთ ოსეთს რუსეთის სიმძლავრე და ავტორიტეტი იცავს

აგვისტო 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება რუსეთის სიმძლავრითა და ავტორიტეტით არის დაცული", - ამის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსმა მინისტრმა სერგეი ჩებოტარიოვმა განაცხადა.


„დღეს, ათი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება რესპუბლიკა, როგორ მიდის წინ ხალხი. ჩვენ ვამაყობთ ამით. რუსეთს არ შეეძლო არ ჩარეულიყო და მოძმე სამხრეთ ოსეთის ერის დასახმარებლად მოვიდა. რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოება რუსეთის სიმძლავრითა და ავტორიტეტით არის დაცული. ვერც ერთი ძალა მსოფლიოში ვერ გაბედავს სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობის დარღვევას“, - განაცხადა რუსმა მინისტრმა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სერგეი ჩებოტარიოვის თქმით, ათი წლის წინანდელი მოვლენები პირველი იყო თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, როდესაც „სრულიად რუსეთმა იგრძნო ეროვნული სულისკვეთებისა და სიამაყის ამაღლება“.

Read 821 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი