Print this page
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 10:22

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ დღეიდან, 06:00 საათიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა.

ოკუპირებულმა "სამხრეთ ოსეთმა" დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი სამი დღის განმავლობაში ჩაკეტა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

ე.წ. საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე მოქალაქეების გაშვება 24 აგვისტოს 20:00 საათიდან შეიზღუდა.

Read 1185 times Last modified on ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 10:28