Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 10:37

გორის "დილა" "სიონს" დაუზავდა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ეროვნული ლიგის 22 - ე ტურში გორის "დილა" ბოლნისის "სიონს" შეხვდა.

გორელებს აღნიშნულ თამაშამდე სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ. ბოლნისელებმა კი წინა ორ ტურში, "ფოთის" და "სამტრედიის" წინააღმდეგ მატჩებში გაიმარჯვეს.

მიუხედავად იმისა, რომ გორელებს მოგება სჭირდებოდათ, ბოლნისელების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს და მატჩი მშრალი ანგარიშით, 0 - 0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხ მატჩში "დილამ" მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. 

მორიგ მატჩს გორის "დილა" ეროვნული ლიგის გათამაშების აუტსაიდერთან, "ფოთთან" გამართავს.

Read 1124 times