Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 10:45

სადგურის დასახლებაში ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებენ

Rate this item
(0 votes)

სადგურის დასახლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ წელს რამდენჯერმე მოატყუა.

საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის დასრულებას დეკემბრისთვის ჰპირდებოდნენ, ადგილობრივების თქმით, აღარ გრძელდება.

"მოვიდნენ რამდენიმე თვის წინ, აქცია რომ დაგვეშალა და დაგვპირდნენ, რომ ბაღი მალე გაიხსნებოდა, მაგრამ მას მერე აქ ძვრა არაფრის არ მომხდარა. ისევ ისეა მიყრილ - მოყრილი ყველაფერი, როგორც დატოვეს. "ქართულ ოცნებას" ამ დასახლებიდან არჩევნებზე მხარდაჭერა არ ექნება, რადგან თვითონ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე იმყოფებოდნენ და პირადად დაგვპირდნენ, რომ უახლოეს ერთ თვეში სამუშაოები განახლდებოდა და წლის ბოლომდე სადგურს საბავშო ბაღი ექნებოდა. ამ დაპირებიდან 4 თვე გავიდა და როგორც გავიგეთ, არც ახალი ტენდერი გამოცხადებულა და შესაბამისად, არც სამუშაოები განახლებულა", - ამბობენ ადგილობრივები.

სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით, ტენდერი 2017 წლის აპრილში გამოცხადდა. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა მარაბდელის ქუჩაზე 180 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც რადიო "მოზაიკამ" გაარკვია, სამუშაოები აღნიშნულმა კომპანიამ ჩააგდო, მერიამ კი ახალი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა სხვა კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოების გაგრძელების სურვილი ამ დრომდე არავინ გამოთქვა.

Read 1547 times