Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 14:34

დავით ალადაშვილი გორში კონცერტს გამართავს

Rate this item
(0 votes)

31 აგვისტოს გორში ახალგაზრდა პიანისტი, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული დავით ალადაშვილი დაუკრავს.


მუსიკოსი ორი კვირის განმავლობაში, 27 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელ საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს გამართავს.
ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.
პროექტი წარმოადგენს მუსიკალურ ტურნეს სახელწოდებით "პიანინო", რომლის მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. პროექტის ახორციელებენ დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და კომპანია “მაგთი“ .
„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” - ამბობს დავით ალადაშვილი.
31 აგვისტოს კონცერტები გორის მუნიციპალიტეტში გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
12:00 საათი - სოფელი დიცი
14:30 საათი - გორი (სამხედრო ბაზა)
17:00 საათი - სოფელი უფლისციხე
ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Read 1808 times