ომგამოვლილი ახალგაზრდები 4 თვიანი აქტივობების შედეგებს შეაჯამებენ

აგვისტო 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარასკევს, 31 აგვისტოს, 13:00 საათზე გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებსა და აქტივობებით მიღებულ შედეგებს განიხილავენ.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოზარდები შინდისის თემიდან, ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებიდან ჩამოვლენ. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (სტალინის 7) გაიმართება. 

შეხვედრა მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლში“ დასკვნით აქტივობას წარმოადგენს, რომელსაც ორგანიზაცია „ქართლოსი“ ახორციელებს. სადაც მისი ბენეფიციარები მიღებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაციებს გააკეთებენ. ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ოთხი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები , გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამების წარმომადგენელი , ასევე მეგობრობის ხიდი ქართლოსის EVS -მოხალისეები.

Read 707 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი