არინა თავაქარაშვილი: რუსეთის ინტერესი ამ ტერიტორიების მიერთებაა და არა მათი სტატუსი

აგვისტო 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელმა არინა თავაქარაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე გადაცემაში „კავშირგაბმულობა“ ისაუბრა.

მისი აზრით, ე.წ. სტატუსის საკითხი ცხინვალსა და აფხაზეთში განსხვავებულად დგას,თუმცა ორივე მხარეს მოაზროვნე საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ თემაზე რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს. 

“აფხაზეთში მაინც ზღვაა, ის გახსნილი მხარეა და სხვა სიტუაციაა, მაგრამ ცხინვალში ჩაკეტილი სივრცეა და რიგ საკითხებში ცნობიერების დონეც დაბალია. ე.წ. სტატუსის საკითხი ხელოვნურადაა წინ წამოწეული, სინამდვილეში, მის უკან სულ სხვა ინტერესები არსებობს. ცხინვალში არავითარი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის სურვილი და არ ჰქონიათ. ძალიან კარგად იციან იქ, რომ სტატუსის თემა რეალობას მოკლებულია. მათი დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თვით დამპყრობელი რუსეთისთვისაც მიუღებელია. რუსეთს სურს ოკუპირებული ტერიტორიების არა დამოუკიდებლობა, არამედ მიერთება. ამ სურვილზე რომ უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ დე ფაქტო ხელისუფლებაში, ბოლო დროს ჩვენც კარგად გვესმის“, - აღნიშნა არინა თავაქარაშვილმა.

Read 955 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი