გორის მერია "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს

აგვისტო 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ  ენმ- ის წარმომადგენლის ბექა ქორჩილავას განცხადებას უპასუხა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას, "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში თავად შეუძლია განსაზღვროს ინფრასტრუქტურული პროექტები.

"2018 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიურადაა ჩართული მოსახლეობა. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მოქალაქეები თვითონ ირჩევენ მომავალ წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტი სტადიონის რეაბილიტაცია იქნება, 2018 წელს ნიქოზში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელედება", - განაცხადეს გორის მერიაში.

“ნიქოზში არსებული მინი მოედანი წლებია სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ, როცა მივმართეთ გორის მუნიციპალიტეტს ამ საკითხზე, გვითხრეს, რომ აღნიშნული მოედნის სხვა ადგილას გადატანას აპირებდნენ,“ - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბექა ქორჩილავამ გააკეთა. ქორჩილავას განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული სტადიონის მოწესრიგება 6 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

Read 930 times Last modified on Last modified on აგვისტო 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი