გიორგი ნადირაძე: ვოცნებობ, მოვესწრო ჩემი მშობლიური ცხინვალის ნახვას

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

17 წლის გიორგი ნადირაძე სოფელ ფხვენისში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები 90-იან წლებამდე ცხინვალში ცხოვრობდნენ.

გიორგი დევნილობაში გაიზარდა და მშობლიური მხარე არასოდეს უნახავს. წინაპრების მიწა-წყალზე ინფორმაციას მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იღებს. ამის შესახებ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ გადაცემაში „კავშირგაბმულობა“ ისაუბრა. 

"ჩემმა მშობლებმა ძალიან რთული დღეები გადაიტანეს. როგორც ამბობდნენ, ოსებთანაც კარგად ურთიერთობდნენ. ცხინვალზე როცა საუბრობენ, ტირიან ხოლმე. ენატრებათ იქაურობა. მე იქ არასოდეს ვყოფილვარ. ინტერნეტის საშუალებით ვცდილობ ვნახო ის ადგილი, სადაც ჩვენი სახლი იყო. პაპაჩემი ორმაგი მოქალაქეა, ხშირად გადადის იქითა მხარეს. ის ამბობს, რომ ცხინვალში ჩვენი სახლი, სხვა შენობებთან ერთად, დანგრეულია. მიმდებარე ტერიტორია ბალახით სავსეა. ჩვენი სახლების ადგილას კოტეჯები აუშენებიათ და იქ რუსები შეუსახლებიათ. ზოგიერთ ადგილას საწყობია მოწყობილი. ძალიან ამაჩუყებელია ეს ყველაფერი. სულ მაინტერესებს, იქ რომ მეცხოვრა, როგორი იქნებოდა ჩემი ყოველდღიურობა. ყოველდღე ვოცნებობ იქ წასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში ცხოვრებას ვერ მოვესწარი, გული მაინც იქით მიმიწევს. ჩემი სოფლიდან (ფხვენისი) კარგად ჩანს ოკუპირებული მხარე და ღმერთს ყოველდღე ამას ვეხვეწები, რომ ისე არ მოვკვდე, რომ მის ნახვას ვერ მოვესწრო. გული მტკივა ამ ყველაფრის გამო. ამ განცდას სიტყვებით ვერ აღვწერ“, - აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.

Read 644 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი