გორში დავით ბაქრაძის პლაკატები შეღებეს

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სტალინის ქუჩაზე “ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები შავი საღებავით შეღებეს.

ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბაგრიმ მიაწოდა. 

“ჩვენ ღამით დავდივართ ხოლმე და ვამოწმებთ ჩვენს პლაკატებს, იმ შემთხვევაში თუ ვინმეს წავასწარით, რომ აზიანებს, ფოტოს გადავუღებთ. სტალინის ქუჩაზე დავით ბაქრაძის პლაკატი დააზიანეს. შავი საღებავით შეღებეს საარჩევნო ნომერიც და კანდიდატიც, ასეთი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში, უკვე შესაბამის ზომებს მივმართავთ,“ - განაცხადა ლევან ბაგრიმ.

Read 975 times Last modified on Last modified on აგვისტო 28 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი