საკრებულოს თავმჯდომარე: საჯარო მოხელეებს ხელფასები მოტივაციის გაზრდისთვის მოემატათ

იანვარი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საჯარო მოხელეებს ხელფასები 200 ლარით წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით მოემატათ, - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" საკრებულოს თავმჯოდმარე დავით რაზმაძემ გააკეთა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს სახელფასო ანაზღაურება გაეზარდათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

,,უნდა მომხდარიყო სარგოების მოწესრიგება და შესაბამისად, ამან გამოიწვია საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა. აღარ იქნება ის ერთიანი საჯარო პრემიები. იქნება მხოლოდ ჯილდო და დანამატი. ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. საჯარო მოხელე წახალისდება, თავისი დავალების პირნათლად შესრულებისთვის. ნუ, დღევანდელი სოციალური ფონიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე დიდი არაფერია, მაგრამ მაინც უფრო უკეთესი მდგომარეობა ექნება საჯარო მოხელეს,თუმცა უფრო მეტი მოეთხოვება“, - განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.

Read 1326 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი