ლიკა ომაძე: ცხინვალელ ახალგაზრდებთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება შეგვიძლია

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლე, 17 წლის ლიკა ომაძე ფიქრობს, რომ ცხინვალში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ეფექტური ურთიერთობა შესაძლებელია, თუ მათ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას შევთავაზებთ.

ის აცნობიერებს, რომ გადაადგილების მხრივ შესაძლოა პრობლემები არსებობდეს, თუმცა მისი აზრით, ონლაინ სივრცის გამოყენება ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. 

"ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ ისეთი პროექტები, რაც ცხინვალელ ახალგაზრდებთან შეხების წერტილებს გვაპოვნინებს. შეიძლება ურთიერთობები ონლაინ რეჟიმში გვქონდეს, თუმცა კავშირების არსებობა მნიშვნელოვანია და ამ დროს საერთო ინტერესების გათვალისწინებას გადამწყვეტი როლი ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია აზრები გავცვალოთ სხვადასხვა საკითხებზე და ერთად ავიმაღლოთ ცნობიერების დონე ბავშვთა უფლებებზე, დემოკრატიის სიკეთეებზე, სახელმწიფოს როლზე ახალგაზრდის განვითარებაში. შეგიძლია ინფორმაციები გავცვალოთ ტრადიციების შესახებ, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი მიზნები და მისკენ მისასვლელი გზები“, -ამბობს ლიკა ომაძე.

Read 742 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი