ლექსო მერებაშვილი: საარჩევნო მასალის დაზიანება 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო მასალის გავრცელების ხელშეშლა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ადამიანების უფლებათა ცენტრის იურისტმა ლექსო მერებაშვილმა განაცხადა.

იურისტი “ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის პლაკატის შეღებვას გამოეხმაურა. 

“საქართველოს საარჩევნო კოდექსი ამ ქმედებას აკვალიფიცერებს როგორც წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელშეშლას და აწესებს კიდეც ჯარიმას, რიგითი მოქალაქის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო თუ ეს ქმედება ჩადენილია თანამდებობის პირის მიერ, ჯარიმა 2000 ლარით განისაზღვრება. ამ საკითხზე შესაბამისი ოქმის შედგენის უფლებამოსილება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას“, - განაცხადა ლექსი მერებაშვილმა.

Read 842 times Last modified on Last modified on აგვისტო 28 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი