გორის დღეები არჩევნებამდე გაიმართება

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს", - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას“ საკრებულოს აპარატის უფროსმა, ზაზა ნასყიდაშვილმა მიაწოდა.

“ბიუჯეტში ცვლილებებზე იყო მსჯელობა, კულტურული ღონისძიებებისთვის განისაზღვრა. გორის დღეები მოდის ოქტომბერში, ასევე საგუნდო მუსიკის ფესტავალია დაგეგმილი და ამისთვისაც განისაზღვრა თანხა. სპორტული პროგრამებიდან გადავიდა ამ ღონისძიებების დაფინანსებაში, რომ მერე ხელი არ შეეშალოს ჩატარებას, რადგან საარჩევნო პერიოდია და მერე აღარ შეიძლება ბიუჯეტის ცვლილება“, - განაცხადა ზაზა ნასყიდაშვილმა.

“გორის დღეები“, სავარაუდოდ, არჩევნებამდე გაიმართება. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინფორმაციით, კონკრეტული თარიღის განსაზღვრა ამინდის მიხედვით მოხდება. 

სახალხო დღესასწაული 2010 წლიდან შემოდგომით აღინიშნება. თავდაპირველად, ღონისძიებას “ქართლის დღეები“ ერქვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოქტომბრის დასაწყისში, “გორის დღეების“ სახელწოდებით აღინიშნება.

Read 727 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი