Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 12:58

თედლიაშვილი: თანამდებობის პირმა უნდა გაიაზროს ის შედეგი, რაც მის ბრძანებას მოჰყვება

Rate this item
(0 votes)

იურისტი თამარ თედლიაშვილი საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ა(ა)იპ "ტონთიოს" ყოფილი თანამშრომლები, კომპენსაციის სახით, 60 ათას ლარს მიიღებენ.

თედლიაშვილს მიაჩნია, რომ თანამდებობის პირს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის შედეგი, რაც შესაძლოა მომავალში მის ბრძანებას მოჰყვეს.

"ბრძანების გამომცემ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს გააზრებული ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის უკანონო ბრძანებას. ის, რომ ხდება ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, ამას ადასტურებს შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებები და ის დაკისრებული კომპენსაცია, რომელსაც შემდეგ სასამართლო განსაზღვრავს, მთლიანად ბიუჯეტს აზარალებს. ამიტომ, აუცილებლად უნდა იყოს პასუხისმგებლობის საკითხი გაწერილი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გამოსცემს უკანონო ბრძანებას. ამით მივიღებთ იმას, რომ ეს ადამიანები აღარ დაემორჩილებიან ვიღაცის მითითებას, რომ უნდა გაუშვან სამსახურიდან ადამიანები", - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.  

Read 1083 times Last modified on ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 13:04