დავით უსუფაშვილი გორელებს ხვდება

აგვისტო 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პრეზიდენტობის კანდიდატმა "შენების მოძრაობიდან", დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კამპანია გორიდან დაიწყო.

ამ წუთისთვის ის ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლებს ხვდება. 

"საარჩევნო საათი უკვე ჩაირთო, 60 დღე გვაშორებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. მასობრივად ვრცელდება პროპაგანდა, რომ პრეზიდენტს უფლებები ნაკლები აქვს ან თითქმის არაფრის აქვსო, მაგრამ ამ პროპაგანდას არ უნდა ავყვეთ. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. გორი და ქართლი, არის საქართველოს შუაგული. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ გორიდან ჩვენ 3000 ხელმოწერა შევაგროვეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Read 850 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი