გორის მერი: მესამე ტენდერი, სადგურის ბაღის მშენებლობისთვის, რამდენიმე დღეში გამოცხადდება

აგვისტო 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“სულ მალე, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი და ერთ თვეში, როცა ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება, დაიწყება ბაღი მშენებლობა“, - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გააკეთა. 

“ერთ თვეში დამთავრდება ტენდერი, შემდეგ უკვე დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობის პრაქტიკული სამუშაოები,“ - განაცხადა თავზარაშვილმა.

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდება, პირველ შემთხვევაში კომპანიამ სამუშაოები არ შეასრულა, მეორე შემთხვევაში კი ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა. 

სადგურის დასახლებაში, ადგილობრივებთან შეხვდრის დროს გორის მერმა ბაღის მშენებლობის დასრულება დეკემბრისთვის ივარაუდა, თუმცა მეორედ გამოცხადებული ტენდერის ჩავარდნის გამო, სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

Read 899 times Last modified on Last modified on აგვისტო 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი