Back to Top
პარასკევი, 19 იანვარი 2018 15:43

ნიქოზის ამბულატორია მოსახლეობას სამედიცინო ლექციებს ჩაუტარებს

Rate this item
(0 votes)

თებერვლიდან ნიქოზის ამბულატორია მოსახლეობაში სამედიცინო თემაზე უფასო ლექციებს ჩაატარებს. კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, თვეში ერთხელ პირადად შეხვდნენ მედიკოსებს, მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ნიქოზის ამბულატორიის დირექტორ ნიკოლოზ ძამუკაშვილის განმარტებით, სამედიცინო ლექციები ნიქოზის თემში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად კი განხორციელდება სკრინინგი 50 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებით, ქოლესტერინისა და გლუკოზის კონტროლის მიზნით.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და ამიტომ აუცილებელია, რომ პაციენტებმა დროულად მიმართონ ექიმს ამა თუ იმ სიმპtომის გამოვლენისთანავე. ამისთვის აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ზოგადი ინფორმაცია სამედიცინო მიმართულებით და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ინტენსიურად აკონტროლონ. მთელი წლის განმავლობაში ნიქოზის ამბულატორიის მედიკოსები ჩაატარებენ მოსახლეობაში ლექციებს და მათთვის სასურველ შეკითხვებსაც ადგილზე უპასუხებენ", - ამბობს ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

Read 1872 times