გორის მერიას 8 თვეში 21 ტენდერი ჩაუვარდა

აგვისტო 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით მიმდინარე წელს გორის მერიის მიერ გამოცხადებული 21 ტენდერი არ შედგა.

ამ სტატუსით ყველაზე გამორჩეული აგვისტო აღმოჩნდა, ამ დრომდე მიმდინარე თვეს უკვე 7 ტენდერი ჩავარდა. გასული თვეების განმავლობაში კი ერთიდაიგივე შინაარსის ტენდერი რამდენჯერმეა გამოცხადებული და ჩავარდნილი.

თებერვალი

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებით. 929 063 ლარი.

მარტი

1. გორში, ფერაძის #5-ში მდებარე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის (მინა), ეზოს ფართის და შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოვლა დასუფთავება.-60 000 ლარი.

2. საოფისე სკამების და სავარძლების შესყიდვა. 4800 ლარი.

აპრილი

1. გორში საგზაო ნიშნების და მონიშვნების სამუშაოებისთვის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. - 4000 ლარი (2ჯერ ჩავარდა)

2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევის ჭაბურღილის გარეცხვის სამუშაოები. - 4800 ლარი.

მაისი

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდას სასმელი წყლის მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოები. მაისი 116 949 ლარი.

2. ქ. გორში, მშვიდობის გამზირი N27-ში არსებული მრავალბინიანი კორპუსის ეზოს ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები (თანადაფინანსების პროგრამით) -16 562 ლარი.

3. ქ. გორში, მშვიდობის გამზირი N29 -ში არსებული მრავალბინიანი კორპუსის ეზოს ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები (თანადაფინანსების პროგრამით) 8 167 ლარი.

4. საოფისე სკამების და სავარძლების შესყიდვა. 4 950 ლარი.

ივლისი

1. სასმელი წყლის ემალირებული ლითონის ავზი არანაკლებ 24 კბ.მ.- 6`350 ლარი.

2. ქალაქ გორში სტალინის გამზირი N4 საცხოვრებელი კორპუსის კონსოლური ტიპის ნაშვერის გადახურვის რეაბილიტაცია. 21`530 ლარი.

3. 14. ქალაქ გორში სტალინის გამზირი N4 საცხოვრებელი კორპუსის კონსოლური ტიპის ნაშვერის გადახურვის რეაბილიტაცია 2`459 ლარი.

4. ქ.გორში არსებული ქუჩების მწვანე ზოლების, პარკების და წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემების ტექ. დოკუმენტაციის სამუშაოების საპროექტო მომსახურება. 9`225 ლარი.

5. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ლიფტების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა. 3`740 ლარი.

აგვისტო

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის ადმინისტრაციული შენობის ოთახების სარემონტო სამუშაოები. 4780 ლარი.

2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოები. 49`744 ლარი.

3. გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ჩიხის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების სამუშაოები. 454`450.ლარი.

4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში სრული წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 6560 ლარი.

5. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სარწყავი არხის ჭაბურღილის რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) 26`808 ლარი

6. ქ.გორში არსებული ქუჩების მწვანე ზოლების, პარკების და წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემების ტექ. დოკუმენტაციის სამუშაოების საპროექტო მომსახურება. 9`225 ლარი.

7.. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებით. 463`089 ლარი.

Read 773 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი