გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

აგვისტო 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვერხვების დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯი მომავლისკენ“ ორგანიზებით, საქართველოში სხვადასხვა დროს სამხედრო კონფლიქტების დროს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებისთვის ღონისძიება გაიმართა.

“წითელი ჯვრის“ დაცვისა და მოძიების სამსახურის წარმომადგენლის, ნინა ჩიხლაძის თქმით, საქართველოში, ამ დროისთვის, 415 დაკარგული ადამიანის ნეშტის მოძიება მოხერხდა.

“ამ დღის აღნიშვნა ემსახურება იმ ადამიანების გვერდით დგომასა და გამხნევებას, რომლებიც ოჯახის წევრების დაკარგვის გამო წლების განმავლობაში ტკივილს განიცდიან. ეს დღე ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის, რომ არამარტო ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ოჯახები, რომელთა ნათესავები სხვადასხვა კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ“, - განაცხადა ნონა ჩიხლაძემ.

Read 588 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი