Back to Top
ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 13:44

ომში დაკარგულის დედა: 10 წელია ჩემი შვილის გზას გავყურებ

Rate this item
(0 votes)

საქართველოში სხვადასხვა დროს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 2400 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

დაკარგულების ოჯახების უმეტესობა ამ დრომდე უშედეგოდ ელის გაუჩინარებული ოჯახის წევრის ამბის გაგებას.
ქეთევან სუხიტაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის , ოთარ სუხიტაშვილის დედაა. 10 წელია შვილის შესახებ ინფორმაციის მოძიებას უშედეგოდ ცდილობს.

“ჩემი შვილი 2008 წლის ომის დროს დაიკარგა. ცხინვალში შესვლისას, 406-ე ტანკში იჯდა, რომელაშვილთან და ბირთველიშვილთან ერთად. დღემდე ვერ მოხერხდა მათი იდენტიფიცირება. ძალიან ძნელია მთელი ეს დრო, ასე ცხოვრება, ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი, ესაა ყველაზე დიდი ტკივილი“, - ამბობს ქეთევან სუხიტაშვილი. 

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა, ეს დღე 2010 წლიდან საქართველოში, მათ შორის გორშიც აღინიშნება.

Read 992 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 14:56