თამარაშენიდან დევნილი ძმები სარაგბო კლუბ "ბორდოში" ასპარეზობენ
“ბორდოს” ახალწვეული ლექსო ყაულაშვილი სადებიუტო თამაშშივე ტოპ 14-ის გახსნითი ტურის სიმბოლურში მოხვდა, რომელიც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის L'Equipe–ის მიხედვით არის შედგენილი.
ქართველი ბურჯი, რომელსაც დღეს 26 წელი შეუსრულდა, “პოს” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (41:19) ძირითად შემადგენლობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, იმდენად კარგად ითამაშა, ზემოხსენებულ სიმბოლურში მაინც მოხვდა. ლექსო ათი წუთის გასვლის შემდგომ, მოედანზე აღარ დაბრუნებულა. შეგახსენებთ, რომ ლექსო “ბორდოს” მიმდინარე ზაფხულს “ლა როშელიდან” შეუერთდა, სადაც 2013 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 80 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა. სრული სიმბოლური იხილეთ ფოტოკოლაჟში.
"ბორდოში" თამაშობს ასევე ლექსოს ძმა, საბა ყაულაშვილი. მან ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი წელს გააფორმა.
ლექსო და საბა ყაულაშვილები თამარაშენიდან არიან დევნილები.