Back to Top
ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 16:11

ციხელაშვილი: ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა

Rate this item
(0 votes)

"ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა", - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა თრუსოს ხეობაში დაკარგული პირების შესახებ განაცხადა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ჩვენ პრევენციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა, რომელსაც სათანადო შეფასება და რეაგირება მოჰყვება. ყველა ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ასეთი პრაქტიკა არათუ შემცირდეს, არამედ საერთოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 963 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 16:32