წეროვანის დევნილთა დასახლებაში კოტეჯები ხელახლა დაინომრება

აგვისტო 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წეროვნის დასახლებაში სახლები ხელახლა დაინომრება.

აღნიშნულ დასახლებაში ცხინვალის, გორისა და ქარელის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის ყველაზე მეტი ნაწილი ცხოვრობს. დასახლებაში სულ 2002 კოტეჯი აშენდა, სადაც სამივე რაიონიდან დევნილი დაახლოებით 8000 ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯები თავიდანვე ინომრებოდა, ახალგორიდან დევნილმა თამარ ბერიანიძემ გადაწყვიტა ძველ მისამართებთან ერთად ახალი ნომრებით აბრები დაემზადებინა. ბერიანიძე ამბობს, რომ ეს იდეა 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაუჩნდა.~

“ეს იქნება ორი სახლის სიმბოლო, ანუ იმ სახლის, რომელშიც ვცხოვრობდით დევნილობამდე და რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ეს პროექტი თებერვლიდან დავიწყე და დაახლოებით ოქტომბერში დასრულდება, იქნება ჯერ გამოფენა და შემდეგ თითოეულ კოტეჯზე განთავსდება ეს აბრები. პირველ ეტაპზე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში განხორციელდება ეს პროექტი, მაგრამ მომავალში, თუ კი იქნება ამისი საშუალება, აუცილებლად სხვა დევნილთა დასახლებებშიც გაკეთდება“, - ამბობს თამარ ბერიანიძე.

Read 1383 times Last modified on Last modified on აგვისტო 30 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი