mukilurji640X90

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 22 მარტოხელა მოხუცს დაეხმარა

აგვისტო 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციამ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა დევნილ პენსიონერებს სურსათი გადასცა. 


იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სამსახურის ხელმძღვანელის, გონერი კაპანაძის ინფორმაციით, მარტოხელა მოხუცებს სურსათი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გადასცეს.

“სპეციალური კომისია შეიქმნა, ადგილებზე ვიყავით და ვნახეთ რა პირობებში ცხოვრობენ დევნილი, მარტოხელა მოხუცები და 28 აგვისტოს მივუტანეთ საკვები პროდუქტები. 1 ტომარა ფქვილი, 5 კგ შაქარი, 5კგ წიწიბურა, 5 ლიტრი ზეთი, 5 კგ ბრინჯი. სულ 22 მარტოხელა მოხუცს დავეხმარეთ. დამირეკეს და მითხრეს, რომ რამდენიმე მოხუცი გამორჩა, მაგრამ მათაც 21 სექტემბრისთვის აუცილებლად დავეხმარებით“, - განაცხადა გონერი კაპანაძემ.

Read 295 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი