ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი დღეიდან გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მდებარე ეპისკოპოსის სასახლე 1-7 სექტემბერს ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზს“ უმასპინძლებს.
ფესტივალზე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებათა შორისაა მოზაიკოს ალექსანდრე კორნოუხოვის ნამუშევრების გამოფენა, 2008 წლის ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ჩრდილების თეატრის წარმოდგენა, თაკო რობაქიძის ფილმი და ფოტოპროექტი „მცოცავი საზღვრები“ და სხვა.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება გერმანელი, რუსი, ბელარუსი და ქართველი რეჟისორების ანიმაციური ფილმები, მათ შორის - პეტრე თომაძის „ჩაი“, მამუკა ტყეშელაშვილის „მეთევზე და გოგონა“ და ნოდარ ბეგიაშვილის „ფრაგმენტები ვეფხისტყაოსნიდან“.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა