გორის მერი და გუბერნატორი ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალის გახსნას დაესწრნენ

სექტემბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიქოზში რიგით მე-8 ანიმაციური ფილმების ფესტივალი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლდებთან ერთად, გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართვლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.

კონსტანტინე თავზარაშვილმა ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ფესტივალი სწორედ აქ, ცხინვალიდან რამოდენიმე მეტრში იმართება. ამისათვის დიდი მადლობა მეუფე ისაიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ხელოვნების სკოლა, რომელიც ნიქოზსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქ მიღებული ცოდნა ამ ბავშვებს 

მომავალში გამოადგებათ.“ 

ფესტივალი წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელების ქორეოგრაფიული ნომრებითა და ქართული ხალხური სიმღერით დაიწყო. წარმოდგენილი იყო ვიდეოფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს

 ომის თემაზეა შექმნილი. აგვისტოს ომის თემას ეძღვნებოდა ფოტოგამოფენაც  ხელოვნების სკოლაში. 

ფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება, როგორც ნიქოზის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელების, ასევე ქართველი ანიმატორებისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული რეჟისორების ნამუშევრები. ანიმატორები 

ბავშვებისთვის ტრადიციულად მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.
ფესტივალის ისტორია 2011 წელს დაიწყო და ის საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას სახელს უკავშირდება.

 

 

 

 

Read 756 times Last modified on Last modified on სექტემბერი 02 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი