ავტობანის გორის მონაკვეთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სექტემბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრალურ მაგისტრალზე.

დაღუპულია ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

დაშავდა მანქანაში მსხდომი კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარს საპატრულო პოლიცია იძიებს.

Read 1128 times Last modified on Last modified on სექტემბერი 03 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი