ხალხის აზრი მერიის მუშაობაზე და მერის პასუხი

იანვარი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

„როდესაც არჩვნებია, მხოლოდ მაშინ მოდიან, მაშინ ვჭირდებით, დამთავრდება არჩევნები და აღარ ვახსენდებით", -ამბობს რადიო „მოზაიკასთან“ ერთ-ერთი რესპონდენტი. რადიო „ მოზაიკას“ მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილს ახლად არჩეული მერის მუშაობაზე ამ ეტაპზე საუბარი უჭირს, ნაწილისთვის კი მუნიციპალიტეტის პირველი პირის ვინაობა საერთოდ უცნობია.

„ძირითად ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ვიგებ, რაც მერიის ოფიციალურ გვერდზე იდება. კონკრეტული მიღწევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“,  -გვეუბნება გორის მაცხოვრებელი.

არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ მოსახლეობის ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება გარეთ აღარ უნახავს. ზოგიერითი მათგანი კი ფიქრობს, რომ მუშაობის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია:

„ჯერ ახალი მერია, ორ თვეში მის მუშაობას ვერ შეაფასებ, იმუშავებს აბა რას იზამს.“

მოქალაქეთა განწყობების საპასუხოდ, რადიო „მოზაიკა“ ქალაქის მერს დაუკავშირდა. კონსტანიტინე თავზარაშვილი მოსახლეობასთან პასიურ კომუნიკაციას, შიდასტრუქტურული საკითხების გამო, დაკავებული გრაფიკით ხსნის:

„იცით რომ გაერთიანდა ორი მუნიციპალიტეტი. ამ პერიოდში ძირითადად თანამშრომლების დაკომპლექტებით ვიყავით დაკავებული. ეხლა უკვე ა(ა)იპ-ების დაკომპლექტებაზე ვართ გადასული“, - გვითხრა თავზარაშვილმა

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლება მათი პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნოდ ინტერესდება.

„ხალხს ყურადღებას არ აქცევენ, თავისთვის სხედან თბილად“, - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი

ქალაქის მერი, კონსტატნიტე თავზარაშვილი კი მოსახლეობისთვის განმარტავს, რომ მიმდინარე წელს მისი ხელმძღვანელობით არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება იგეგმება.

„ამჟამად ძირითადად ძველი პროექტების დასრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა გაზაფხულიდან იგეგმება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებელი სამუშაოები."

მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ არაერთი დაპირება გასცა. პირველი კვარტალი როგორც ჩანს,  ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად განვითარებულ პროცესებს ეთმობა. გორელების განწყობებისა და შეფასების შესახებ რადიო „მოზაიკა“ ქალაქში გამოკითხვებს პერიოდულად კვლავაც გააგრძელებს.

 

Read 1412 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი