Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 11:49

გორის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.გ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 2001 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 1189 times Last modified on ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 12:04