შინდისის გზატკეცილზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
გორში შინდისის გზატკეცილზე სკვერის მოწყობის სამუშაოები გადაიდო.
ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ - გვერდიდან ხდება ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა და მითითებულ ვადებში (31.08-3.09) სატენდერო წინადადება არავინ წარმოადგინა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 35 000 ლარი გამოიყო.
სავარაუდოდ ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი 3 წლითაა განსაზღვრული.
პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს, ანალოგიური ტიპის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები შესრულებული, რომელთა ჯამური ღირებულება 105 000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა