თავზარაშვილი: გორის ციხის რეაბილიტაცია ოპოზიციის რეკომენდაციით არ ხდება

სექტემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“მე დიდ ხნით ადრე დავაანონსე, რომ იგეგმებოდა გორის ციხის რეაბილიტაცია,“- ასე გამოეხმაურა გორის მერი ოპოზიციის, კერძოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებას, გორის ციხეზე ახალი სკამების დადგმის შესახებ. 

“ამ დროისთვის, გორის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემდეგ დაიწყება სხვა კონსტრუქციული სამუშაოები, კედლების გამაგრება, მუზეუმის მოწყობა და სხვა. ოპოზიცია იგებს ინფორმაციას, რომ ახლა ამის კეთება იწყება და მაშინვე იწყებენ საუბარს იმაზე, აი, ესაა გაფუჭებული, რომ მაგათ ჩაეთვალოთ, თითქოს მაგათი განცხადებების მერე დავიწყეთ გაკეთება“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა

რამდენიმე დღის წინ გორის ციხეზე ახალი სკამები განთავსდა, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვასილისა ჯაბახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სკამები გორის მერიამ ოპოზიციის მოწოდების შემდეგ დადგა.

Read 492 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი