საგანგებო სიტუაციების სამსახური-ხანძრის ქრობის პროცესში ტყის სახანძრო სპეცმანქანები ჩაერთვებიან

სექტემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ტყეში, ცეცხლის ორი გაჩნდა.



წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. 

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას. 

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

Read 1135 times Last modified on Last modified on სექტემბერი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი