ე.წ. სამხრეთ ოსეთში "რესპუბლიკის დღის" აღლუმისათვის ემზადებიან

სექტემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ე.წ. სამხრეთ ოსეთის "არმია" აღლუმის რეპეტიციებს გადის", - ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. როგორც დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, აღლუმი 20 სექტემბერს, ე.წ. რესპუბლიკის დღის აღსანიშნად ჩატარდება.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მარშის რეპეტიციები მეოთხე რუსულ საოკუპაციო ბაზაზე ტარდება.

​"აღლუმისთვის მზადება სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ იბრაჰიმ გასეევის ბრძანების მიხედვით დაიწყო. აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სასაზღვრო კომიტეტის წარმომადგენლები. ასევე იქნებიან ქალი სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღლუმისთვის მზადებას ხელმძღვანელობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ვიქტორ ფიოდოროვი. 

Read 588 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი