Back to Top
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 15:44

თეა ადუაშვილი: "მოზაიკაზე“ გამოქვეყნებულ ბლოგს პოზიტიური გამომხმაურება მოჰყვა

Rate this item
(0 votes)

34 წლის თეა ადუაშვილის წერილს, რომელიც რადიო „მოზაიკას“ ვებ-გვერდზე ორი დღის წინ განთავსდა, გამოხმაურებები სხვადასხვა ჯგუფიდან მოჰყვა.

მთავარ აქცენტს ბლოგის ავტორი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტზე აკეთებს, რომელიც მას სწორედ აღნიშნული წერილის გამოქვეყნების შედეგად გამოეხმაურა.

"თქვენ საიტზე ჩემი წერილის გამოქვეყნებას არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, დამიკავშირდა იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და მითხრა, რომ სკოლისთვის ბავშვების გასამაზდებლად საჭირო თანხას გამომიგზავნის, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია. 50 ევროს მიგზავნის, გესმით ეს რას ნიშნავს ჩემთვის? ახალი ტანსაცმლით მივიყვან ჩემ ბიჭებს სკოლაში“, - ამბობს რადიო "მოზაიკასთან“ საუბარში თეა ადუაშვილი. 

ბლოგი, რომელსაც ამ დროისთვის 7000-ზე მეტი ნახვა აქვს, მარტოხელა ქალის ცხოვრებას ასახავს. 3 არასრულწლოვანი შვილის დედა ოჯახს სხვების სახლების დალაგებით მიღებული გასამრჯელოთი არჩენს. წერილში ჰყვება, რომ ხშირად, 30 ლარის საშოვნელად, შვილების მარტო დატოვება უწევს. 

გარდა ამისა, 22 სექტემბერს გორში საქველმოქმედო კონცერტი იგეგმება, სადაც თბილისიდან ჩამოსული შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები თეა ადუაშვილის მშენებარე ბინისთვის თანხის ნაწილის შესაგროვებლად იმღერებენ.

Read 1302 times Last modified on ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 16:40