თამარ თედლიაშვილი: პირველი მიზეზი არის ამომრჩევლის ბრალეულობა

სექტემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,შევეცდები, ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ საქართველოში დღეს არსებული მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის და ცხოვრების ასეთი დაბალი დონის მიზეზების შესახებ", - თქვა თამარ თედლიაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“.

,, პირველი მიზეზი არის ამომრჩევლის ბრალეულობა. ბოლო ექვსი წლის მოვლენებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამომრჩეველმა ვერ მოახერხა ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც მის პრობლემებს ბოლომდე თუ არ გადაჭრიდა, შეამსუბუქებდა მაინც და დაგვანახებდა საზოგადოებას, რომ არსებობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც მიჰყვება ხელისუფლება და რომელიც უახლოეს მომავალში გადაჭრის ამ პრობლემებს. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა ვერ აკეთებს სწორ არჩევანს, ხელისუფლებაა მეორე პრობლემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის უუნარო და არაკომპეტენტური. მიუხედევად მთავრობაში განხორციელებული არაერთი ცვლილებებისა, ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მსჯელობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პრობლემების და უმუშევრობის დასაძლევად. სწორედ უმუშევრობაა მესამე მიზეზი. უმუშევრობის შესამცირებლად, რა თქმა უნდა, დიდი მუშაობა სჭირდება ხელისუფლებას და კიდევ ვიმეორებ, სჭირდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის გაცხადება და ადამიანებამდე მიტანა, რაც შემდეგ ხალხს და მაგალითად მე, იმედს მომცემს. მეცოდინება, რომ ერთ ან ორ წელიწადში თუ არა, სამი წლის შემდეგ ჩემი, როგორც ერთ - ერთი მოქალაქის ოჯახის ცხოვრების დონე როგორ იქნება გაუმჯობესებული. ჩემთან ერთად ეს ეცოდინება ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველ არჩევნებს დიდი იმედით შეჰყურებს და იმ დაპირებების ასრულებას ელოდება, რომელსაც მრავლად გასცემენ ხოლმე კანდიდატები", - ისაუბრა თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, ,,საუბრები“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას, 20:00 საათზე. 

Read 488 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი