mukilurji640X90

ენმ: გორის ჩოგბურთის მოედანი "ქართული ოცნების" სახეა

სექტემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"კომბინატის დასახლებაში არსებული ჩოგბურთის მოედანი(კორტები) სავალალო მდგომარეობაშია", - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბექა ქორჩილავა ავრცელებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ გორის მერი ადგილობრივი ხელისუფლება კარჩაკეტილ მოღვაწეობას ეწევა და სხვა სახის პრობლემებთან ერთად ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემების მოგვარება მათთვის შეუმჩნეველი რჩება.

"მივმართავ ბატონ კოტეს, რომ გამოვიდეს გარეთ და ნახოს, სად რა ხდება. ბატონო კოტე თქვენი ფანჯრებიდან არ ჩანს რა მდგომარეობაშია ჩოგბურთის მოედანი, უნდა გახვიდეთ კაბინეტიდან და ადგილზე ნახოთ სხვა გადაუჭრელი პრობლემებიც. სახეზეა, რომ მთავრობას არ ძალუძს არათუ ახლის აშენება, არამედ არსებულის მოვლა-პატრონობა",-აცხადებს ბექა ქორჩილავა. 

აღნიშნული საკითხის გასარკვევად გორის მერიამ სპორტულ განყოფილებასთან გადაგვამისამართა, თუმცა რადიო "მოზაიკას" ზარებს სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პურიჭამიაშვილმა ამ დრომდე არ უპასუხა.

Read 439 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი