Back to Top
პარასკევი, 07 სექტემბერი 2018 11:40

ანა ხუტიაშვილი: მშობლის მოლოდინი უნდა იყოს ბავშვის ასაკთან და განვითარებასთან შეფარდებული

Rate this item
(0 votes)

,,ყველას გვინდა, ჩვენი შვილი იყოს სანიმუშო ყოფაქცევაშიც და სწავლაშიც, მაგრამ სკოლაში მისვლის შემდეგ, ზოგჯერ ეს მოლოდინი არ მართლდება და აღმოჩნდება, რომ ის არაა საუკეთესო და პირველი ყველაფერში, რასაც მშობლები ძალიან განვიცდით“, - თქვა ბავშვთა ფსიქოლოგმა ანა ხუტიაშვილა გადაცემაში ,,სოციუმი“.

,,მშობლის მოლოდინი უნდა იყოს ბავშვის ასაკთან და განვითარებასთან შეფარდებული. რატომ მიგვყავს ბავშვი სკოლაში? - იმიტომ, რომ მან იქ ისწავლოს, ამასთან, შეცდომაც უნდა დაუშვას და შემდგომში თავის შეცდომებზე ისწავლოს. მშობლებს ვურჩევ, გაითვალისწინონ ბავშვის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები და არ მოსთხოვონ მის შესაძლებლობებზე მეტი. ამის გათვალისწინებით, როგორც მშობლის, ასევე მასწავლებლის მხრიდან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა ბავშვებთან. მშობლები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, რომ ისწავლონ და არა ის, რომ ჩვენ ვისწავლოთ მათ ნაცვლად“, - აღნიშნა ანამ.

შეგახსენებთ, ,,სოციუმი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე. 

Read 1412 times Last modified on პარასკევი, 07 სექტემბერი 2018 12:13