თამარ თედლიაშვილი: ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მცირე ბიზნესის განვითარება

სექტემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მცირე ბიზნესის განვითარება და ხელისუფლება მის ხელშეწყობაზე უნდა ზრუნავდეს“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“.

,, დღეს საქართველოში მუშაობს ერთადერთი სახელმწიფო პროგრამა - ,,აწარმოე საქართველოში“, რომელიც დიდი პომპეზურობით იქნა წარდგენილი საზოგადოებისთვის. ადამიანებმა დაიწყეს მომზადება ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ჩემს გარემოცვაშიც უამრავი ადამიანია, ვინც პროექტი დაწერა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებდა. ჩემთვის ძალიან საწყენი და გულდასაწყვეტი იყო, როცა გავიგე, რომ ,,აწარმოე საქართველოში“ მეტწილად აფინანსებდა იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ინტერესი. ორგანიზაციამ ,,შეაჩერე კორუფცია“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც რა თქმა უნდა, გამაგრებული იყო შესაბამისი დოკუმენტაციით და მტკიცებულებებით, სადაც ვხედავდით, რომ ამ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებებით მოეწყო ოჯახური ბიზნესები და ეს თანხები ამ ადამიანების ნათესავებზე, მეგობრებზე და ახლობლებზე იყო გამოყოფილი. პროექტები ძირითადად დაუფინანსდათ იმ ადამიანებს, ვისაც ისედაც ჰქონდა აწყობილი ბიზნესი და მათ მიუმატეს თანხები ბიზნესების გასაფართოებლად. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამამ არ გამოიწვია ზედმეტი ადამიანების დასაქმება, ისევ იმათ გააგრძელეს მუშაობა, ვინც აქამდე უკვე მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამამ არ იმუშავა. საერთოდაც, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ დაიხურა მაღაზიები, ვხედავთ, რომ ის ფართები, სადაც რაღაც ფუნქციონირებდა, დღეს ქირავდება, ესე იგი ლიკვიდაცია მოხდა, ვხედავთ, რომ არ ხდება მცირე ბიზნესის განვითარება“, - აღნიშნა თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ,,საუბრები“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას, 20:00 საათზე. 

Read 1008 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი