Back to Top
პარასკევი, 07 სექტემბერი 2018 14:26

საკრებულოს თავმჯდომარე: რადიო "მოზაიკა" ჩინოვნიკებს აფხიზლებს

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მუშაობის შეფასება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალგაზრდებთან შეხვედრისას მოუწია.

დავით რაზმაძე შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ახალგაზრდებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური მხარდაჭერილი პროექტის “კარგი მმართველობის ინსტიტუტის“ ფარგლებში შეხვდა. სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად შეხვედრის მონაწილეები რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების მუშაობითაც დაინტერესდნენ და ამასთან დაკავშირებით აზრი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელსაც ჰკითხეს.

"რადიო " მოზაიკა" ერთ-ერთი საუკეთესო მედიასაშუალებაა, რაც მთავარია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით და მისთვის უინტერესო სფერო არ რჩება. აშუქებს ეს რადიო ყველა საკითხს, რაც მოქალაქეებისთვის საინტერესოა. სიღრმისეულად და დეტალურად, რაც ვფიქრობ ჩინოვნიკების გამოსაფხიზლებლად აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ მედიას ჰქონდეს მხარდაჭერა და ხელშეწყობა მაუწყებლობის ინტენსიურ რეჟიმში გასაგრძელებლად, მე წარმატებას ვუსურვებ მის ყველა წარმომადგენელს", - აღნიშნა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დავით რაზმაძემ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ამ დროისთვის ვიცე-მერს, გელა კაპანაძეს ხვდებიან.

Read 987 times