ვაზიანში მომხრდარი ავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

სექტემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების დასრულების შემდეგ, მიწაყრილიან გზაზე ავტომანქანა გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეულის ჯარისკაცი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები, რიგითი გიორგი ძაგანაშვილი და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილი თავდაპირველად ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, მოგვიანებით კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ, შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. 

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Read 560 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი