5 კომისიის თავმჯდომარეთა წლიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს

სექტემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წლიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარის ხელფასი, ნაცვლად 1 755 ლარისა, ახლა უკვე - 2 000 ლარს შეადგენს.

 რადიო „მოზაიკა“ ამ მონაცემებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ კომისიის თავმჯდომარეებისთვის მოადგილეთა დანიშვნის საჭიროებაზე ისაუბრა. დავით რაზმაძე ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა მოადგილეები ნაცვლად ფრაქციებისა, კომისიების თავმჯდომარეებს ჰყოლოდათ.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოში კომისიები საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება და მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც 5 კომისია მუშაობს, ფრქციებისგან განსხვავებით, მათ თავმჯდომარეებს მოადგილეები არ ჰყავთ.
კომისიის თავმჯდომარეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო. ამჟამად გორის საკრებულოში კომისიის ყველა თავმჯდომარე “ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ფრაქციებს კი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. 
ახალი რეგულაციების მიხედვით, მიმდინარე წელს საკრებულოსთვის გათვალისწინებული თანხები გაზრდილია. მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის წელს 482 400 ლარი დაიხარჯება, აქედან კომისიის თავმჯდომარეთა წლიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, მათი მოადგილეების დანიშვნის შემთხვევაში კი ეს თანხა კიდევ უფრო მეტი მაჩვენებლით იქნებოდა წარმოდგენილი.

Read 742 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი